თამო ვაშალომიძემ ქალიშვილს - სოფიას, ზღაპრული დაბადების დღე გადაუხადა და ულამაზესი სამსართულიანი ტორტიც შეუკვეთა. როგორც ვიდეოში ჩანს, თამოს ბევრი სტუმარი არ ჰყავდა დაპატიჟებული და შვილს დაბადების დღე ვიწრო წრეში აღუნიშნა.
დედა-შვილი ულამაზეს კაბებში იყო გამოწყობილი და ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ.
თამოს ორი შვილი ჰყავს, პირველი - სოფია, რომლის მამის ვინაობას დღემდე არ ასახელებს საჯაროდ და მეორე - მაქსიმე, რომელიც ამჟამინდელი პარტნიორისგან, აკა სამხარაძისგან ჰყავს. ფოტომოდელის თქმით, წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს.