პრინცი ჰარი და ჰერცოგინია მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან, - ამის შესახებ გამოცემა “ჰარპერ ბაზარი” წერს.
გამოცემამ ინფორმაციის გავრცელების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა და წყვილის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც მეგან მარკლის მომრგვალებული მუცელი ჩანს.
გამოცემის მიხედვით, ჰარი და მეგანი სანტა-ბარბარას სახლის ეზოში პოზირებენ. ფოტოების ავტორი კი ცნობილი ფოტოგრაფი მისან ჰარიმანია.
გამოცემის ცნობით, მეგანი თავს კარგად გრძნობს და ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე პირველი ორსულობისას. ჰერცოგინია დროს არჩისთან და ჰარისთან ერთად ატარებს.
როგორც ცნობილია, გასულ ზაფხულს ჰერცოგინიას მუცელი მოეშალა, ამიტომ ისინი მეორე შვილის გაჩენას არ გეგმავდნენ. თუმცა წყვილი ძალიან ბედნიერია. ჯერჯერობით უცნობია, წყვილი გოგოს ელოდება თუ ბიჭს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>