11 შვილის დედას ბათუმიდან, მსოფლიოს ახალი რეკორდის დასამყარებლად კიდევ 100 შვილის ყოლა სურს - Marao

11 შვილის დედას ბათუმიდან, მსოფლიოს ახალი რეკორდის დასამყარებლად კიდევ 100 შვილის ყოლა სურს

2021-02-17 19:22:50+04:00


11 შვილის დედას მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის ყოლა სურს.

Image result for Mum Of 11 Wants 100 More Kids To Have ‘World’s Largest Family’mshoblebi

23 წლის კრისტინა ოზტურკი მოსკოვიდან სასტუმროების ქსელის მფლობელს, თურქ ბიზნესმენ გალიპ ოზტურკს გაჰყვა ცოლად. წყვილს სუროგატი ქალებისგან ათი შვილი შეეძინა.

Image result for Mum Of 11 Wants 100 More Kids To Have ‘World’s Largest Family’

მილიონერი ცოლ-ქმარი ბათუმში ცხოვრობს, სადაც ნებადართულია სუროგაციის გზით შვილების შეძენა. კრისტინა მარტოხელა დედა იყო, როცა საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ჩამოვიდა დასასვენებლად. სწორედ აქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე გალიპი. შეხვედრას წყვილი ერთი ნახვით შეყვარებას უწოდებს. "ერთი ნახვით შემიყვარდა. ის ჩემი მენტორი, გზამკვლევი და ზღაპრული პრინცია" - აღნიშნავს კრისტინა.

Image result for Mum Of 11 Wants 100 More Kids To Have ‘World’s Largest Family’

თავად გალიპი იხსენებს მათ პირველ შეხვედრას: "მასთან ძალიან მარტივი იყო კომუნიკაცია. მის სახეზე სულ ღიმილს ვხედავდი. ეს არის ალმასი, რომელსაც სუფთა და კეთილი გული აქვს." მოვლენები ისე განვითარდა, რომ კრისტინა თავის პატარა გოგონასთან - ვიკასთან ერთად ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. გალიპსა და კრისტინას შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა. მასაც ოჯახი ჰყავდა და უფროსი შვილები, თუმცა, როგორც მომავალ საცოლეს უთხრა, დიდი ოჯახის მომხრე იყო ყოველთვის.

Image result for Mum Of 11 Wants 100 More Kids To Have ‘World’s Largest Family’

სწორედ ასე გადაწყდა ბევრი შვილის ყოლა. კრისტინა ბევრი შვილის გაჩენას არ აპირებს. ამიტომ გადაწყვიტეს, სუროგაციისთვის მიემართათ. მათ ბათუმში 10 ქალი შეარჩიეს, რომელთაც სუროგაციით გათვლილი თანხის გარდა, დამატებით 8 000 ევრო ჩაურიცხეს, ვინაიდან წყვილს ფინანსური პრობლემები არ აქვს. მათ უკვე, კრისტინას გოგონას ჩათვლით, 11 შვილი ჰყავთ.

Image result for Mum Of 11 Wants 100 More Kids To Have ‘World’s Largest Family’

"ამჟამად ჩვენს ოჯახს ახალი წევრი, გოგონა - ოლივია შეემატა. ექვსი წლის წინ მე თავად გავაჩინე ვიკა. დანარჩენი შვილებიც გენეტიკურად ჩემი და გალიპის ბავშვები არიან. უბრალოდ, სუროგატ დედებს გავაჩენინეთ." -აღნიშნავს 23 წლის კრისტინა.

surrogate mshoblebi

წყარო: unilad.co.uk