მომღერალი სოფო ნიჟარაძე დედის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. მას 2020 წელს ქალიშვილი ელის-მარია შეეძინა. სოფო შვილთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მათ ფოტოებს არ ასაჯაროებს.
დედის დღესთან დაკავშირებით სოფო დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს:
“ბედნიერი დედის დღე. ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში და ვისურვებდი, მეც ისეთივე დედა ვიყო, როგორიც შენ ხარ დე, მიყვარხარ”.