იდენ ვუდს „პატარა ბარბის“ ეძახდნენ. ოქროსფერთმიანი, ლურჯთვალა გოგონა, ბროლის კბილებითა და ანგელოზის ღიმილით, მართლაც თოჯინას ჰგავდა. გასაკვირი არ არის, რომ მას ამერიკის ულამაზეს ბავშვად აღიარებდნენ.
პირველად რომ სცენაზე გამოჩნდა, იდენი ჯერ ერთი წლისაც არ იყო - აქტიური და მიზანსწრაფული დედის წყალობით, რომელმაც მენეჯერობაც შეითავსა, ჩვილი ერთ-ერთ ტელე-შოუში აჩვენეს.
ამის შემდეგ მისთვის, ისევე, როგორც აგენტი დედისთვის, შოუბიზნესის კარი ფართოდ გაიღო.
იდენი სულ პატარა ასაკიდანვე, ფოტოგადაღებების გარდა, სილამაზის კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას და ძირითადად, იმარჯვებდა.
ალბათ, მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი მას ბავშვობას ართმევდა. თანატოლებთან თამაშის, განვითარების და სწავლის ნაცვლად, იდენის დრო კონკურსებში მომზადებაზე იხარჯებოდა. დედამისს ადანაშაულებდნენ ბავშვის ცხოვრების დანგრევაში, რადგან მან პატარა გოგონა თოჯინას დაამსგავსა. რთული ვარცხნილობები, მაკიაჟი, სოლარიუმი, ვარჯიში ფოტოპოზირებასა და დეფილეში ნამდვილად არ იყო ნორმალური ცხოვრების წესი ბავშვისთვის. იდენის დღეები კი სწორედ ამ რუტინაში გადიოდა.
საზოგადოება თვლიდა, რომ იდენის დედა უბრალოდ ფულს აკეთებდა შვილის ხარჯზე - იდენს საკმაოდ კარგ ჰონორარებს უხდიდნენ, კონკურსების საპრიზო ფონდიც სოლიდური გახლდათ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ქალი საკუთარი განუხორციელებელი ოცნებებისა და გეგმების რეალიზებას ცდილობდა იდენის საშუალებით. როგორც უნდა ყოფილიყო, ამერიკელ ხალხში იდენი თანაგრძნობას უფრო იწვევდა, ვიდრე აღფრთოვანებას.
იხილეთ სრულად