“მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში კამერამ ნიკა მელიასა და მისი 6 წლის ვაჟის შეხვედრის ემოციური კადრები დააფიქსირა.
ნიკა მელია ჟურნალისტების წინაშე კომენტარს აკეთებდა, როცა მისი შვილი სადარბაზოდან გამოიქცა და მამას ჩაეხუტა.
ბიჭი მამასთან შესახვედრად ოთხფეხა მეგობართან, ძაღლთან ერთად გამოვიდა. ნიკასთვის შვილის გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა. ცოტა ხნით მიკროფონს მოშორდა და შვილს ჩაეხუტა.
"როგორ ხარ, სანდრო? არ გაცივდე, გენაცვალე, მოვალ ახლავე" - უთხრა შვილს და კვლავ ჟურნალისტებს მიუბრუნდა.