"ტანმოვარჯიშე გოგონა... სილამაზის ფორმულაა" - გვანცა დარასელიას ქალიშვილმა მამისგან ულამაზესი თაიგული მიიღო - Marao

"ტანმოვარჯიშე გოგონა... სილამაზის ფორმულაა" - გვანცა დარასელიას ქალიშვილმა მამისგან ულამაზესი თაიგული მიიღო

2021-05-17 00:42:37+04:00


მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ქართველ ხალხს ძალიან უყვარს. გვანცა სოციალურ ქსელში აქტიურია, გამომწერებს თავისი ცხოვრების ყოველდღიურ, საინტერესო და სახალისო ფოტოებს მუდამ უზიარებს და ცდილობს, რჩევები ხალხისგანაც მიიღოს.

გვანცას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს, ქალ-ვაჟი. პატარა გოგო ლილე უკვე 4 წლის არის და დედასთან ბევრ დროს ატარებს. ლილე აქტიური, გართობის მოყვარული გოგოა და გვანცას სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ცოტა ხნის წინ ლილემ ქეთი ხატიაშვილის სტუდიაში, ტანვარჯიშზე დაიწყო სიარული და როგორც ჩანს, უკვე ტურნირზეც გავიდა.

ლილეს ახალი სურათები გვანცამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გოგონა გახარებული და აღტაცებულია. ლილემ მამისგან თაიგული მიიღო და ტურნირში მონაწილეობისთვის მედლითაც დაჯილდოვდა.

უსაყვარლესი ლილე პოზიტივს ასხივებს და დროდადრო მეტად ემსგავსება დედას.

"სილამაზის ფორმულაა" - უწერენ გვანცას "ინსტაგრამზე".