რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ბიზნესმენ ლევ გეიხმანისგან ჰყავს. ოლივია ულამაზესი გოგონაა, რომლის სურათები ქეთამ ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამის" გამომწერებს გაუზიარა.
„ჩემო გოგონა, როგორ მალე იზრდები! მადლობა ფოტოებისთვის EllyBrenly-ს. ისიც კი ვერ გამიგია, როგორ მოახერხე ერთი კადრის დაჭერა მაინც - ერთი წამითაც კი არ ჩერდება ერთ ადგილას. აი, რას ნიშნავს ნიჭი“, - დაწერა ქეთამ ოლივიას ფოტოების გაზიარებისას.
ცნობისთვის, მომღერალს მეორე შვილიც ჰყავს - ადამი, რომელიც მეორე ქმრისგან ლევ დენგოვისგან შეეძინა. ქეთა ჯერჯერობით ადამის ფოტოს, სადაც ბავშვის სახე იქნება ნაჩვენები, არ ასაჯაროვებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>