ცნობილი ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის პირად, ოჯახურ თუ საქმიან ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს და მათგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. ეკა ხოფერიას სამი შვილი, ერთი გოგო და ორი ბიჭი ჰყავს.
ეკა ხოფერიას უფროსი შვილი, ანანო ლევიძე აქტიურად იყო დედის საქმიანობაში ჩართული და გადაღებებშიც ხშირად მონაწილეობდა. ფართო საზოგადოების ყურადღება გოგონამ სკოლის დამთავრებისას, გამოსაშვებ საღამოზე გადაღებული ფოტოებით მიიპყრო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ანანოსა და მისი რჩეულის რომანტიკული ფოტოები, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამჯერად ეკა ხოფერიამ ქალიშვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოს ქვეშ ანანომ უამრავი კომპლიმენტი და თბილი კომენტარი დაიმსახურა: „რა გოგოა, ეკა!“, „არავის არ ჰგავს და ამით უფრო მეტად გვხიბლავს“ - წერენ ეკა ხოფერიას მეგობრები.