მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში შვილის პირველ სურათს აქვეყნებს. რუსკას მეორე შვილი კატო ჯერ ერთი თვის არის, ის დღეს ქართველმა ხალხმა პირველად გაიცნო.
"40 დღის კატო" - ეს წარწერა დაურთო რუსკამ ფოტოს. ფოტოდან ჩანს, რომ პატარა ანგელოზი ძალიან ჰგავს ილიას და ამას მსახიობის გამომწერებიც აღნიშნავენ.
"ვაი, რგოორგ ჰგავს ილიას უსაყვარლესია", "საყვარელი" - პატარა გოგონა დედის სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ახალგაზრდა, ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ორი შვილის დედაა. რუსკას პირველი ბიჭი ილია 3 წლის არის, გოგონა კი სულ ახლახანს გახდა 40 დღის.
რუსკა მთელი ორსულობა აქტიურად ჩანდა ტელეეკრანებზე. არც ილიას და არც კატოს გაჩენის შემდეგ ძველებურ ცხოვრებას არ ჩამოშორებულა. რუსკა შესანიშნავი დედაა და ორი შვილის აღზრდას თავს იდეალურად ართმევს.
რუსკას მეუღლე სპორტსმენი სანდრო ნიჟარაძეა, როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს შვილების აღზრდაში რუსკას სანდროც ყოველთვის ეხმარება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>