ტელესახე და მოდელი მარიტა ჯანაშია დღეს დედა გახდა. ამის შესახებ საზოგადოებას თემო საჯაიამ ამცნო და სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა: დაიბადა ბექარ საჯაია. კრუასანი გამოცხვა".
მოგვიანებით კი ისევ დაწერა: "სინამდვილეში, კრუასანი რომ დაიბადა, მაგიტომ გამოისახა ცისარტყელა!"
როგორც ჩანს, გახარებული მამიკო ემოციებს ვეღარ იკავებს. წყვილმა უამრავი მილოცვა და დადებითი სურვილი მიიღო გულშემატკივრებისგან.

მათი სიყვარულის ისტორია საკმაოდ უცნაური და ძალიან რომანტიკულია. მომღერალმა მოდელს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა, რაც ყველასთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო.
ტელევიზია აღმოჩნდა სწორედ ის ადგილი, სადაც ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, იგრძნეს რაღაც განსხვავებული და ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადადგეს.
ერთმანეთთან ურთიერთობამდე ორივეს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც გვერდით ჰყავდათ ადამიანები, რომლებთანაც მთელი ცხოვრების გატარებას ვარაუდობდნენ.
მარიტას და თემოს შორის გაბმული სასიყვარულო ძაფები კიდევ უფრო გამყარდა და წყვილი ახლა ერთმანეთთან უზომოდ ბედნიერია.
მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც მუდმივად დადებით ემოციებს უნაწილებენ და ყველა ლამაზ სიახლეს გულით ულოცავენ.
წყვილი „ინსტაგრამზეც“ აქტიურია.