ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ წყვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე იყო. ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ: „თებერვლის 3, ქორწინებიდან 3 წელი და უკვე 3-ნი“ - წერდა ანდრია. 26 მაისს კი ისინი ალექსანდრე გველესიანის მშობლები გახდნენ.
რამდენიმე დღის წინ მაიკო ვაწაძემ და ანდრია გველესიანმა გამომწერებს ალექსანდრეს ნათლობის ფოტოები გაუზიარეს. „ჩვენი ტკბილი სანი“ - წერდა მაიკო. „რა საყვარელია, მამიკოს ჰგავს ბარტყი“, „“მართლაც, ლამაზი საამაყო ქართული ოჯახი“, „რა მაგარია, გილოცავთ!“ - წერენ კომენტარებში.