მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს გაიცნო, როცა სამოდელო კარიერას იწყებდა და ძალები ამ სფეროში პირველად მოსინჯა. მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და თაკო ჩხეიძე მალე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მოდელი 17 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა კარიერაზე უარი არასდროს უთქვამს და საკუთარ საქმიანობას დღემდე აქტიურად აგრძელებს. ის თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელია და ისეთ გავლენიან ფიგურებთან თანამშრომლობაც მოახერხა, როგორიცაა რობერტო კავალი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, თაკოს დიდი ოჯახი აქვს. მისი მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძეა. წყვილი კამერების წინ ერთად იშვიათად ჩნდება, თუმცა შვილებთან, სანდროსთან, სერგისა და დათუნასთან ერთად დროს ხშირად ატარებენ და ბევრსაც მოგზაურობენ: „როდესაც მესამე მეყოლა, თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან შენ ერთი ხარ და სამივეს ერთნაირად უნდა მიაქციო ყურადღება, დრო უნდა დაუთმო, მაგრამ მერე ნელ-ნელა ვისწავლე, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე. ახლა ძალიან ამაყი ვარ, რომ სამი შვილი გავაჩინე, ეს მართლაც დიდი ბედნიერება და დიდი სიმდიდრეა” - ამბობდა თაკო.
სწორედ უმცროსი შვილის, დათუნას ფოტოებს აქვეყნებს ის საკუთარ „ინსტაგრამზე“, რომელსაც 10 წლის იუბილეს ულოცავს: „Happy 10th birthday David. ძალიან ტკბილი, თბილი, კეთილი, მზრუნველი და მხიარული ბიჭი. ძალიან ბედნიერი მინდა იყო. მადლობა , რომ ჩემი შვილიკო ხარ, ჩვენ ყველას უზომოდ გვიყვარხარ“ - წერს თაკო ჩხეიძე.