ტელეწამყვანი და მოდელი მარიტა ჯანაშია სულ რამდენიმე დღეა, რაც დედა გახდა. მას და თემო საჯაიას 6 ივლისს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ბექა დაარქვეს. „დაიბადა ბექა საჯაია. კრუასანი გამოცხვა" - წერდა თემო „ინსტაგრამზე“.
ამჯერად წყვილი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს, სადაც პატარასთან ერთად მისი მშობლებიც ჩანან. რასაკვირველია, ფოტოს თემოსა და მარიტას მეგობრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: "რა სიყვარული ბიჭია“, „ბედნიერი გაგეზარდოთ“, „ულამაზესი ფოტოა“ - წერენ კომენტარებში.
გამორჩეული იყო თემო საჯაიასა და მარიტა ჯანაშიას ნიშნობაც. თემომ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში მოულოდნელად სთხოვა და ამან როგორც იქ მყოფებში, ასევე, მაყურებელშიც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. ახლა კი წყვილი უამრავ დადებით კომენტარსა და კომპლიმენტს უკვე პირველ შვილთან, ბექასთან ერთად იღებს.