რუს ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ლევ დენგოვს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კარგად იცნობენ, საქართველოში კი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალთან, ქეთა თოფურიასთან შეხვედრა დაიწყო. 2019 წელს ლევ დენგოვმა ქეთასთან ურთიერთობაზე ხმამაღლა ისაუბრა და თქვა, რომ ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ.
ლევ დენგოვის ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბანდია. მან პოპულარობა 2000-იან წლებში ერთ-ერთი მუსიკალური კლიპის წყალობით მოიპოვა, თუმცა, მიუხედავად წარმატებული მუსიკალური კარიერისა, მან ძალების მოსინჯვა დიპლომატიაში გადაწყვიტა და სახელიც სწორედ ამ დროს შეიცვალა. მას შემდეგ, დენგოვი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად ეწევა ბიზნეს- და პოლიტიკურ საქმიანობას.
ქეთა თოფურიასთან ურთიერთობამდე, ლევ დენგოვი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან მას ორი შვილი, ლეონიდი და შოშანა ჰყავს, ხოლო მეორე წორწინება მისთვის ტრაგიკულად დასრულდა - მას და ირინა რაიკს 2015 წელს ქალიშვილი შეეძინათ, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა და მათი ურთიერთობაც ამის შემდეგ დასრულდა.
ქეთა თოფურია ბიზნესმენმა საკუთარ დაბადების დღეზე გაიცნო, როცა ის ბენდთან ერთად საღამოს მუსიკალურად გასაფორმებლად მიიწვია. 2020 წელს დენგოვმა ქეთას ხელი სთხოვა, მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ისინი საერთო შვილს ელოდებოდნენ. 2021 წლის 21 იანვარს მათ ბიჭი, ადამი შეეძინათ.
ამჯერად ბიზნესმენი დაბადების დღეს უფროს ქალიშვილს, შოშანას ულოცავს და საკუთარ „ინსტაგრამზე“ მის ფოტოებს აქვეყნებს: „ჩემო საყვარელო გოგონა! დღეს ათი წელი შეგისრულდა. მადლობა უფალს იმისთვის, რაც მაქვს. ყოველთვის ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი, შენ მამას ბედნიერების შემოქმედი, მზის ნათელი და თბილი სხივი ხარ. მე შენ მიყვარხარ“ - წერს დენგოვი.