რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. მათი კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და მალევე, ქორწინებიდან 4 თვეში დასრულდა სკანდალური განქორწინებით. ამის შემდეგ ირაკლი კუტალაძის პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
წყვილს ერთი შვილი, ელენე ჰყავს, რომელიც დედასთან ცხოვრობს, თუმცა, როგორც ნინი აღნიშნავს, ირაკლი კარგი მამაა და ბავშვი თავისთან, მოსკოვში, ხშირად მიჰყავს. ირაკლი კუტალაძემ განწორწინების შემდეგ ირინა შინკარევასთან ახალი ოჯახი შექმნა და მათ საერთო ქალიშვილიც ჰყავთ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი მესამე შვილს ელოდება, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად ოჯახს ჯერ არ განუცხადებია.
19 ივლისს ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ქალიშვილი ელენე იუბილარი იყო. ელენეს დაბადების დღე დედამ და მისმა მეგობრებმა არაერთი სიურპრიზით მიულოცეს და დრო საცურაო აუზზე მხიარულად გაატარეს. ირაკლი კუტალაძემ კი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გამოაქვეყნა: „უკვე რვა წლის ხარ, მიყვარხარ, ჩემო ბედნიერებავ! იყავი ბედნიერი და ჯანმრთელი, უფალი გვარაფდეს შენი ცხოვრების მანძილზე. მე ყოველთვის ვიქნები შენ გვერდით და ყველაფერში დაგეხმარები“ - წერს ირაკლი კუტალაძე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>