მომღერალი მარიკა თხელიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს და ხშირად არც ფოტოებს აქვეყნებს, „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს მაინც უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ მარიკასა და მისი რჩეულის, გიორგი მანველიძის ქორწილის ფოტოებმა და ვიდეოებმა საზოგადოებისგან უამრავი კომპლიმენტი და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
ამჯერად მომღერალი დაბადების დღეს შვილს, ნიკოლოზს ულოცავს. „გილოცავ, დედიკო. ნიკუ, მიყვარხარ, ჩემი ოცნების ბიჭი ხარ“ - წერს მარიკა შვილის ფოტოზე.
ნიკოლოზს დაბადების დღე სოციალურ ქსელში დედის მეგობრებმაც მიულოცეს, მათ შორის, თაკო მექვაბიძემ, ნინი ქარსელაძემ და მარიკას მეუღლემ, გიორგი მანველიძემ: „გილოცავთ, ნიკუშა, გვიყვარხარ“, „ჩემს საყვარელ ბიჭს ვულოცავ დაბადების დღეს. ძალიან ბედნიერი მინდა რომ იყოს მთელი ცხოვრება“, „გილოცავ, ნიკუ, ჯანმრთელი და სასახელო ბიჭი ყოფილიყავი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
მომღერალმა პირველად 2014 წელს იქორწინა და მისი რჩეული გიგა ანდრიაძე იყო, თუმცა ეს ურთიერთობა განქორწინებით დამთავრდა. მარიკა თხელიძისთვის, ისევე, როგორც გიორგი მანველიძისთვის, ეს მეორე ქორწინებაა.