"ცას რომ მიწვდება იმხელა სიყვარულია" - არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის შვილის ახალი სურათები - Marao

"ცას რომ მიწვდება იმხელა სიყვარულია" - არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის შვილის ახალი სურათები

2021-08-25 20:37:27+04:00


უკვე რამდენიმე თვეა ტელეწამყვან ნუცა ქავთარიძის სოციალური ქსელი უსაყვარლესმა ცისფერთვალება ბიჭმა დაიპყრო, საზოგადოებას თავი შეაყვარა და უკვე ნუცას გამომწერები მის ახალ ფოტოებს დიდი მონდომებით ელოდებიან.

ნუცა ქავთარაძისა და მსახიობ არჩილ სოლოღაშვილის უსაყვარლესი ბიჭი სანი მშობლების სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება. ბიჭუნა უკვე გაიზარდა და უფრო დაემსგავსა დედ-მამას. ცისფერთვალება ბიჭის ვიდეოებს არჩილისა და ნუცას "ინსტაგრამსთორიში" ყოველდღიურად შეხვდებით.

სანი წყვილის პირველი შვილია და მათ ბიჭუნა დაქორწინებიდან მერვე წელს შეეძინათ. სანის გამოჩენამ მშობლების ცხოვრება და ყოველდღიურობა სრულიად შეცვალა.

"ცას რომ მიწვდება იმხელა სიყვარულია" - წერს ნუცა "ინსტაგრამზე".

"ვეღარ ვუძლებ და ვინც გაუძლებთ გაგატანთ" - წერს არჩილი "ინსტაგრამზე".

სიცილის მოყვარული ცისფერთვალება ბიჭუნა საზოგადოებას ძალიან უყვარს და მისი ყველა გამოჩენა თბილ და სასიამოვნო კომენტარებს იმსახურებს.

"რა ტკბილია";

"უჭკვიანესი ბიჭია" - უწერენ ნუცასა და არჩილს მეგობრები.