მარიტა ჯანაშიასა და თემო საჯაიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მარიტა სამოდელო სფეროს წარმომადგენელია, თემო კი მომღერალია, თუმცა ისინი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანები არიან და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანან. წყვილს სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილი, ბექა შეეძინა.
როგორც აღმოჩნდა, გამომწერებს ყველაზე მეტი კითხვა სწორედ პატარა ბექასა და მარიტას ორსულობის შესახებ აქვთ. როგორც მარიტა წერს, ბექას გეგმური ვაქცინაცია 2 თვის ასაკში უწევს. თავად მარიტამ ორსულობის დროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და იმედოვნებს, რომ ანტისხეულები ბავშვსაც გადაეცა. „ბექას მამაჩემის სახელი ჰქვია. მამაჩემი ყველაზე მეტად მენატრება, საფრანგეთში ცხოვრობს უკვე დიდი ხანია და ამ პანდემიის გამო ორი წელია, არ მინახავს“ - წერს ის. გამომწერები აღნიშნავენ, რომ პატარა ბექა ბაბუას, მარიტას მამას ძალიან ჰგავს. „ ბექას მოვლაში დედაჩემი მეხმარება. ურთულესი იქნებოდა დახმარების გარეშე. ძალიან დავაფასე ის ხალხი, ვინც მარტო ზრდის ბავშვს“ - აღნიშნავს მოდელი.
მარიტა ჯანაშია ორსულობის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ორსულობის დროს წონა, ძირითადად, პირველ ტრიმესტრში მოიმატა, დასაკლები კი კიდევ 12 კილოგრამი აქვს. „მქონდა მშობიარობის შემდეგ სევდა, თან საკმაოდ რთულად... ძალიან დამეხმარნენ ის ადამიანები, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ ეს ეტაპი. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს ეგ პერიოდი“ - განმარტავს მარიტა.