მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
სულ ცოტა ხნის წინ ქეთა საქართველოში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ის ევროპაში გაემგზავრა და დასასვენებლად არაერთ კურორტს ეწვია. მომღერალმა ფოტოები საფრანგეთიდან, იტალიიდან და მონაკოდან გამოაქვეყნა, გამომწერებისგან კი, როგორც ყოველთვის, არაერთი დადებითი შეფასება მიიღო.
ამჯერად ქეთა თოფურია უფროსი შვილის, ოლივია გეიხმანის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ოლივია სკოლაში მივიდა და პირველ დღეს დედასთან ერთად კამერის წინ პოზირებაც მოასწრო. „უკვე სკოლაში? რა მალე გავიდა დრო“, „გილოცავთ, წარმატებები ოლივიას“, „წარმატებულ გზას გისურვებთ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ოლივიამ სწავლა მოსკოვში, პრიმაკოვის სახელობის გიმნაზიაში დაიწყო. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ქეთა თოფურიას სტილზეც. მან ამ მნიშვნელოვან დღეს თეთრი პერანგი, ღია ფერის თავისუფალი სტილის შარვალი და ქურთუკი მოირგო, გამომწერებისგან კი არაერთი კომპლიმენტი დაიმსახურა.