ბავშვები

"თუ ცუდი სიტყვა წამომცდება, შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი... რაგბის მოედანზე ვიყავი და გამომკითხა, ამდენი ბიძია რომ იდგა, შენ იქ რას აკეთებდიო" - თეა წულუკიანი ქალიშვილზე

"თუ ცუდი სიტყვა წამომცდება, შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი... რაგბის მოედანზე ვიყავი და გამომკითხა, ამდენი ბიძია რომ იდგა, შენ იქ რას აკეთებდიო" - თეა წულუკიანი ქალიშვილზე
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის "იმედის დღის" სტუმარი იყო. მან დედობაზე, 4 წლის ქალიშვილთან, მერიკოსთან ურთიერთობაზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეეგუა გოგონა დედის სამსახურში გასვლას.

"მერიკო იყო ორი თვის, როცა დავასრულე დეკრეტული შვებულება და გავედი იუსტიციის სამინისტროში. დამეხმარა ექიმების, ფსიქოლოგების და გამოცდილი დედების აზრი, როგორ უნდა მომერგო ერთი მეორესთან. მე ყოველთვის ვიყავი საღამოს რვაზე მასთან და შაბათ-კვირას. ასე ვიცხოვრეთ სამი წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა", - ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, ოჯახში აქვთ სხვადასხვა ტრადიციები და რიტუალები.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი რიტუალები, დაწყებული იქედან თუ როგორ უნდა შევიდე სახლში. მას უყვარს, როცა ხმაურიანად შევდივარ სახლში და შემომეგებება. საღამოს თამაში ნაკლებად გამომდის, ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს, რა მოეწონა დღის განმავლობაში, რამ გააღიზიანა და ა.შ.

როცა რაღაც არ მოეწონება, ყოველთვის მეკითხება. ამას წინათ, რაგბის მოედანზე ვიყავი კაცებთან ერთად, როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა: ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო, გაუკვირდა", - ამბობს მინისტრი.

როგორი დამოკიდებულება აქვს მერიკოს, როცა დედა სამსახურში მიდის, წულუკიანი პასუხობს:

"ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ მას რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითო და მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო" - აღნიშნავს წულუკიანი.

არის თუ არა თეა წულუკიანი მკაცრი დედა, მინისტრი პასუხობს, რომ არა.

"მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ „წითელი ხაზები“ დავადგინო, იმისთვის, რომ იცოდეს, რა შეიძლება და რა - არა. მან იცის, რომ ცუდი სიტყვების თქმა ცუდია. თუ მე წამომცდება ხოლმე, და ასე საკმაოდ ხშირად ხდება, ის შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი"- ამბობს თეა წულუკიანი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
ნინო
:) რა ნათელი ბავშვია!
10:26 / 13-09-2021
გამოხმაურება / 0 /
ინგა
რა საყვარლად აქვს გადაწეული თავი , პატარა ანგელოზი
15:31 / 12-09-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93