„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მეუღლის, სოფო ლილუაშვილისა და მისი შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ასათაურებს:
„დიდი და პატარა სოფიოები. ბებია და შვილიშვილი...“
ფოტომ ნიკა გვარამიას მეგობრებიდან დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარები დაიმსახურა.
როგორც აღმოჩნდა, ახალშობილი სოფო ლილუაშვილის დის შვილიშვილია. კომენტარებში წერენ, რომ გოგონა ძალიან ჰგავს სოფო ლილუაშვილს და სახელიც სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვეს.