"ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად" - ნატალია ქუთათელაძე ბიჭის დედა გახდა: ნახეთ რა დაარქვა შვილს მომღერალმა - Marao

"ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად" - ნატალია ქუთათელაძე ბიჭის დედა გახდა: ნახეთ რა დაარქვა შვილს მომღერალმა

2021-09-21 12:23:26+04:00

საოპერო მომღერალი და ეკა მამალაძის ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე ვაჟის დედა გახდა. როგორც ცნობილია, ბიჭუნას სანდრო დაარქვეს.

სოციალურ ქსელში ოჯახმა უკვე მიიღო მილოცვები:

"გილოცავთ, სანდრო ჯაფარიძე დაიბადა…. მაგარი ხარ ნატალ. ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად", - წერენ ნატალიას და ეკა მამალაძეს.

საოპერო მომღერალმა ორსულობაში "პფაიზერის" ვაქცინა გაიკეთა. "მე უკვე აცრილი ვარ, მით უმეტეს, ვარ ფეხმძიმედ. ამით ვიცავ ჩემს თავს, ჩემს მომავალ შვილს, ჩემს ახლობლებს", - ამბობდა ნატალია ვაქცინაციის შემდეგ.

მომღერლის რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. წყვილი რამდენიმე წელია ერთად არის. აჩიკოს წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს.