მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში ცხოვრობს. ნანუკა გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ ნანუკა პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა. რამდენიმე დღის წინ კი პატარასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.
ამჯერად ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს: „აივი 3,200 კილოგრამი და 53,5 სანტიმეტრი დაიბადა“ - წერს ნანუკა, ხოლო კომენტარზე, რომ პატარს დედის გენები აქვს, მოდელი პასუხობს, რომ მისი მეუღლეც მაღალია.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა საკუთარ პარამეტრებზე დასმულ კითხვასაც უპასუხსა: „ბევრი რაღაც ეწერა არასწორად Google-ში, 177 სმ „მის საქართველოსდროინდელი“ მონაცემებია, „მის სამყაროზე“ 180 სმ ვეწერე და რეალურადაც 180 სმ ვარ“ - წერს ის.
როგორც აღმოჩნდა, ნანუკა გოგიჩაიშვილი უამრავ კითხვას იღებს ბავშვის კვებასა და მოვლასთან დაკავშირებით: „არანაირ წამალს არ ვაძლევ, მე თვითონ უწამლოდ ვარ გაზრდილი, თუ არის საშუალება, ბუნებრივი გზით მოერიო პრობლემას, წამლამდე ყოველთვის ყველაზე გვიან მივდივარ. რაც შეეხება გაზებს, არ შველის არანაირი წამალი, პლაცებოს ეფექტი უფროა და მშობლები ვმშვიდდებით, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ არსებობს. თბილ წყალში ჩასკუპება უებარი წამალია“ - წერს ნანუკა. როგორც მოდელმა განმარტა, 8 თვის ორსული იყო, როცა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, ხოლო მეორე - ლაქტაციის დროს: „ყველაზე კარგი ზუსტად ისაა, რომ ანტისხეულები გადაეცემა და იცავს პატარას“. როგორც ნანუკა წერს, აივის, ძირითადად, თავად და მისი მეუღლე ზრდიან, თუმცა მშობლებიც ეხმარებიან.
ნანუკამ პოსტსამშობიარო დეპრესიაზეც ისაუბრა: „ექიმმა გამაფრთხილა, ორსულობისას ან მშობიარობიდან 6 თვის შემდეგაც შეიძლება დაგეწყოსო. ტესტი გამიკეთეს და აღმოჩდა, რომ არ მაქვს მე. მერე ფსიქოლოგი მოდის, ისე, რომ არ იცი და კითხვებს გისვამს ქმართან ერთად. ეს ტესტიც ჩავაბარე“.