ბავშვები

როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი სკოლისთვის - აუცილებელი რჩევები მშობლებისთვის

როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი სკოლისთვის - აუცილებელი რჩევები მშობლებისთვის
სკოლები იწყება, მშობლები კი ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ამზადებენ. რთულია რამდენიმე წლიანი ონალინ სწავლის შემდეგ მოსწავლეები სასწავლო ოთახებს დაუბრუნდნენ, ეს მშობლებისთვისაც არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს. საწოლიდან ჩართვა, კამერის გათიშვა და სიზარმაცე იმდენად ბუნებრივი გახდა რომ სკოლის მოსწავლეები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. მშობლებისთვის 5 აუცილებლად წასაკითხი რჩევა შევარჩიეთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი სკოლისთვის.

დაიწყეთ ადრე გაღვიძება

უკვე დროა, გვიან გადაწყობილი ძილის რეჟიმი შეცვალოთ და თქვენც და თქვენი შვილიც ადრე დასაძინებლად მოემზადოთ რომ ორშაბათიდან საკლასო ოთახებში დაგვიანებას გადაურჩეთ.
დაიწყეთ დღესვე, ამ საღამოსვე და ძილის რეჟიმი დაალაგეთ.

შექმენით გასაკეთებელი საქმეების სია

საქმეების სიის შედეგნა კარგად დაცდილი ხერხია, ეს დაგეხმარებათ საქმეები ზუსტად გადაანაწილოთ, დრო დაზოგოთ და დღის განმავლობაში შესასრულებელი ყველა გეგმა დროულად შეასრულოთ.

გრაფიკი არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს შვილსაც გამოადგება, ჩამოწერეთ რა აქვს მას სამეცადინო მეორე დღისთვის.



გადაალაგეთ გარდერობი

სახლში ყოფნის დროს ამინდების ცვლილება ნაკლებად სანერვიულოა, თუმცა ახლა თქვენი შვილი სკოლაში სიარულს იწყებს ამიტომ მისი გარდერობის განახლება, გადალაგება და სეზონის შესაფერისად მომზადება აუცილებელია.

ამ სეზონზე მატყუარა ამინდებია, გარდერობში კი თბილი სამოსის შემოტანის დროა.

ჩამოაყალიბეთ ტოპ 3 საქმე

დღის ბოლოს არჩიეთ ტოპ 3 საქმე, რომელსაც აუცილებლად შეასრულებთ. მიიყვანთ შვილს სკოლაში, დაალაგებთ სახლს ან წახვალთ სამსახურში. ტოპ 3 საქმის პრინციპით თქვენი დღე შემსუბუქდება, რაც შეეხება თქვენს შვილს.

ჩამოუწერეთ პრიორიტეტული სამქეები სკოლის შემდეგ მეცადინეობა, იქნებ სპორტი ან რაიმე სხვა.



დაიწყეთ მცირე ცვლილებებით

ცვლილებები კარგია, თუმცა რადიკალური და დიდი ცვლილებები ბავშვისთვის სტრესის მომტანია. დაიწყეთ პატარა ცვლილებებით ესაუბრეთ მას სკოლაზე, სამომავლო დავალებებსა და საქმეებზე და ცვლილებები ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93