დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ანუკის უმცროსი შვილი ნიკოლასი. მისი ჩაცმულობა და საუბრის მანერა ხშირად დიდ მოწონებასა და დადებით შეფასებებს იღებს.
ამჯერად ანუკი არეშიძე შვილების ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, პატარები მაინც ახერხებენ ეზოში თამაშსა და დროის სასიამოვნოდ გატარებას.