დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს სხვადასხვა ოჯახურ კადრებს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ანუკის უმცროსი შვილის, ნიკოლასის ვიდეოები. მისი ჩაცმულობა და საუბრის მანერა ხშირად დიდ მოწონებასა და დადებით შეფასებებს იღებს.
სწორედ პატარა ნიკოლასის ვიდეოს აქვეყნებს ანუკი „ინსტაგრამზე“, სადაც ჩანს, რომ ის დასაძინებლად ემზადება და დედას ემშვიდობება: „ძილინებისა, დედიკო, მოდი, გაკოცო“ - ისმის ვიდეოში.