სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა, ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად სოფომ შვილის, ელის-მარიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის ფორტეპიანოზე უკრავს და დროს მიხარულად ატარებს. მიუხედავად არაერთი კითხვისა, მომღერალი შვილის სახეს სოციალურ ქსელში ამ დრომდე არ აჩენს.