მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მეორედ გახდა დედა. მას და დავით კოდუას დღეს გოგონა შეეძინათ: „გამარჯობა, ვიქტორია“ - წერს ალექსანდრა „ინსტაგრამზე“.
ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობას ორი წლის განმავლობაში არ ამხელდა, რამდენიმე კვირის წინ კი მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოები პირველად გამოაქვეყნა და თქვა, რომ, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ისინი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ.