დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს სხვადასხვა ოჯახურ კადრს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ანუკის უმცროსი შვილის, ნიკოლასის ვიდეოები. მისი ჩაცმულობა და საუბრის მანერა ხშირად დიდ მოწონებასა და დადებით შეფასებებს იღებს.
ამჯერად ანუკი არეშიძე ნიკოლასის მორიგ სახალისო კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იწყებს ის ძმებთან ერთად დღეს და როგორ ერთობა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ნიკოლასის ფოტოებმა და ვიდეოებმა გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტი დაიმსახურა.