ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი შვილი ანნა.
როგორც ჩანს, ანნას ჩაცმულობაზე ჯანეტი განსაკუთრებით ზრუნავს. ანნა კამერების წინ ყოველთვის მოდური სამოსით ჩნდება. დედა-შვილი ერთმანეთის მსგავს სამოსსაც ხშირად ირგებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებს. ამჯერად ანნამ განსაკუთრებული მოწონება მინიატურული ჩანთის გამო დაიმსახურა: „ეს ჩანთა არ შემიძლია...“, „ნეტავ, ჩანთაში რა უდევს?“, „უსაყვარლესია ეს გოგო, მამის ასლი“, „რა ტკბილია ეს სასწაული ბავშვი“ - წერენ კომენტარებში.