ბავშვები

"ქალებს მინდა მივმართო: ძუძუთი საჯაროდ კვება კვება არ ტეხავს" - მარიამ ნაკანი

"ქალებს მინდა მივმართო: ძუძუთი საჯაროდ კვება კვება არ ტეხავს" - მარიამ ნაკანი
ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში ძუძუთი კვების შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საჯაროდ შვილის გამოკვება "არ ტეხავს".
"ქალებს მინდა მივმართო ახლა:
1) ძუძუთი კვება ყველაზე ხარისხიანი და გარანტირებული იმუნიტეტია თქვენი შვილებისთვის და საჯაროდ კვება არ ტეხავს!
2) თუ ძუძუთი გამოკვებე შენი შვილები და გაგიფუჭდა მკერდის ფორმა, პლასტიკური ოპერაცია მოსულა! პირიქით, მიეცი შენს თავს ამისი უფლება, თუ ოცნებობ და გიხარია. და არ შეგაშინოს სხვების ქილიკმა, ყოველთვის გამონახავ ადამიანს, ვინც იჭორავებს შენზე, მაგრამ დამიჯერე, კიდევ უფრო
მეტს იპოვნი ვინც მხარს დაგიჭერს და ეყვარები.
3) სექსუალურობა არც დიდი ზომის მკერდშია,
არც პატარაში და არც საშუალოში - სექსუალურობა ეს შინაგანი ენერგეტიკაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევს. სექსუალურობა ეს არის ინტელექტი! სხარტი იუმორი! მდიდარი ფანტაზია! ელასტიური გონება და საინტერესო დიალოგი! სექსუალურობა ფართო მასშტაბით აზროვნებაა, რომელიც შეგიძლია უფრო და უფრო გააღრმავო! სექსუალურობას ადამიანი ასხივებს თვალებიდან და მთელი შარმი იმალება მის შინაგან სამყაროში!
სექსუალურობა მოწვყლადობაშია, გულწრფელობაში, ნამდვილ ემოციებში!!! კი, რა თქმა უნდა, ნავარჯიშები სხეული სასიამოვნოა ბევრისთვის, მაგრამ გახსოვდეთ! მთავარი მაინც არის ემოციები".
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93