ბავშვები

„43 წლის ვარ, მივდივარ ექოზე, ჭკუაზე არ ვარ სიხარულით და მეუბნებიან, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს… სერიოზული ბრძოლები იყო, სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, რად გინდა ახლა ესო...“ - თეა დარჩია

„43 წლის ვარ, მივდივარ ექოზე, ჭკუაზე არ ვარ სიხარულით და მეუბნებიან, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს… სერიოზული ბრძოლები იყო, სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, რად გინდა ახლა ესო...“ - თეა დარჩია
მოცეკვავე თა დარჩიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის სტუმარი და საკუთარ კარიერაზეც ხშირად უსაუბრია, თუმცა, ამის პარალელურად, ყოველთვის ინტერესის საგანია მისი პირადი ცხოვრებაც. თეა დარჩიამ „იმედის“ ეთერში მეოთხე ორსულობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები გაიხსენა:

„43 წლის ვარ, მივდივარ ექოზე, რომ ბავშვის გულისცემა მოვისმინო, ჭკუაზე არ ვარ სიხარულით და მეუბნებიან, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს. მითხრეს, რომ კვლევა უნდა გამეგრძელებინა, გერმანიიდანაც მომივიდა პასუხები, რომ 80% ბავშვს დაუნის სინდრომი ექნებოდა…სერიოზული ბრძოლები იყო ჩემს
თავშიც, გარემოდანაც, რომ აბორტი გამეკეთებინა. სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, ანგელოზები, რად გინდა ახლა ესო. საკუთარი მშობელი დედისგანაც კი… ერთადერთი, შვილები არ ამბობდნენ არაფერს, ხმას არ იღებდნენ.



მადლობა ღმერთს, რომ იოტისოდენა რწმენა მაინც მქონდა… მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მითხრა, აირჩიე, გინდა, იყო მკვლელი დედა, თუ განსხვავებული ადამიანი გაზარდოო. 9 თვე ვიცხოვრე იმ აზრით, მერე რა-მეთქი. ეს ადამიანი უკვე ჯილდოა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ოჯახში ჯილდოები არიან. მე დავიწყე ნერვიულობა პირიქით, ჯანმრთელ შვილებზე. მისთვის ყველა გზა ღია იქნება და დანარჩენი შვილები როგორ და რას დაიმსახურებენ-მეთქი.

მადლობა ღმერთს, გაჩნდა ადამიანი, სრულყოფილება. 10-დან 10 ქულა არც ერთ ჩემს შვილს არ აუღია. 45 წუთში სამშობიაროში მისვლიდან გულზე მეწვინა აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი… თუკი ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე ვიდექი და ახლა არც ერთი ჩემი შვილი არ არის მასსავით ნიჭიერი… დარწმუნებულები იყავით, თუ ღმერთს არ უნდა, არც ჩაისახება, თუ ღმერთს უნდა, აუცილებლად უნდა გააჩინოთ…“, – თქვა თეა დარჩიამ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
რამაზი
საყვარელი ბავშვია გაბრიელი!!!
14:56 / 30-11-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93