ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს „ინსტაგრამსა“ და“ტიკ-ტოკზე“ ხშირად აზიარებენ და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ნანუკასა და ბერას შვილი ბერუკა ივანიშვილი.
ამჯერად ბერა და ნანუკა ბერუკას დაბადების დღის კადრებს აზიარებენ. ბიჭუნა ორი წლის გახდა და მშობლებმა გადაწყვიტეს, მისთვის დღესასწაული მოეწყოთ. ბერუკას დაბადების დღეზე ოთხსართულიანი ტორტი და ულამაზესი დეკორაციები ჰქონდა, რამაც ბიჭუნა გაამხიარულა.
"ბედნიერი დაბადების დღე, ბერუკა. ჩვენო ყველაფერო", - წერენ ნანუკა და ბერა ფოტოების აღწერაში. ოჯახურმა კადრებმა წყვილის გამომწერებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ბიჭუნამ უამრავი მილოცვაც მიიღო.