დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს სხვადასხვა ოჯახურ კადრს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ანუკის უმცროსი შვილის, ნიკოლასის ვიდეოები.
ამჯერად ანუკი ახალ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნიკოლასი დედას უყვება, თუ როგორ გააბრაზა უფროსმა ძმამ: „ბიბიმ იცი რა მიქნა? მომარტყა და ვიტირე...“ - ამბობს ნიკოლასი. როგორც მან თქვა, დედას ესმოდა მისი ტირილი, თუმცა არ დაეხმარა. „ბოლო სერიაში ბოროტი დედინაცვალი გამომიყვანა“ - წერს ანუკი არეშიძე.