„რა ხდება, როცა მამიდა მოსყიდვას ცდილობს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ძმისშვილის, პატარა ნანუკას ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„რა ხდება, როცა მამიდა მოსყიდვას ცდილობს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ძმისშვილის, პატარა ნანუკას ვიდეოს აქვეყნებს

2021-12-07 19:27:58+04:00


პოპულარული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ძმისშვილის, პატარა ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოებს. როგორც ნანუკა წერდა, დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში ამ პატარა გოგომ მათ ოჯახში დიდი სიხარული შეიტანა.

ამჯერად ნანუკა სწორედ ძმისშვილის ვიდეოს აქვეყნებს: „რა ხდება, როცა მამიდა მოსყიდვას ცდილობს“ - ამბობს ტელეწამყვანი. ვიდეოში ჩანს, როგორ ანებივრებს ნანუკა ჟორჟოლიანი პატარა ნანუკას. როგორც ჩანს, ის ძმისშვილის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული.