მსახიობი ნათია წიწილაშვილი მეორედ გახდა დედა. მას და მიშო ლეჟავას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ლივი დაარქვეს. „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა მსახიობმა პირველი ფოტო სამშობიაროდან.
ნათია წიწილაშვილმა პირველად წლების წინ მსახიობ გიორგი კალანდაძეზე იქორწინა, რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავს. 2020 წელს კი მან ცხოვრება არქიტექტორ მიშო ლეჟავას დაუკავშირა.