დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს სხვადასხვა ოჯახურ კადრს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ანუკის უმცროსი შვილის, ნიკოლასის ვიდეოები.
ამჯერად ანუკი კვლავ უმცროსი ვაჟის ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნიკოლასი ცელქობას აგრძელებს, თუმცა უკვე პოლიციელის ფორმაში: „ანუკა, სათამაშოებს რომ დავამტვრევ, პოლიცია მოვა“ - ამბობს ის ვიდეოში.