მოდელ თიკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახში სამი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა. მათ 9 წლის გოგონას დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მას შემდეგ თიკო ჩხეიძისთვის ტკივილთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალი წიგნის დაწერა აღმოჩნდა: „ჩემი წიგნი არ არის სიკვდილზე, ტატას ეს არ მოუხდებოდა... ჩემი წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ“ - ამბობდა მოდელი.
ეს სიტყვები იმაზე მეტად აფორიაქებს ჩემს სულს, ვიდრე მე დავწერ... დღეს ჩემი საოცარი შვილის დაბადების დღეა. 13 წელი და „თინეიჯერობის“ ეტაპი. წარმოდგენაც კი უჭირს ჩემს დაბინდულ გონებას, როგორი საოცრება იქნებოდა დღეს, თავისი ქარიზმატული მიხვრა-მოხვრით, საოცრად გულწრფელი სიცილით, მისი საუბრის მანერა და ინტონაცია მუდამ რომ ჩაესმის ჩემს ყურს და უსაშველო მონატრებამდე მივყავარ... დღეს იმ გოგოს დაბადების დღეა, დედობა რომ მაჩუქა და თავისი სიცოცხლით, ჩემი სული სიყვარულის სხივით სამარადისოდ გაანათა, ჩემი ტატიანა 13 წლის“ - წერს თიკო ჩხეიძე.