ბავშვები

მე-11 შვილი და შობის ღამის სასწაული - 36 წლის რუსუდან მესხის ისტორია

მე-11 შვილი და შობის ღამის სასწაული - 36 წლის რუსუდან მესხის ისტორია
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბის შესახებ წერს:

"შობის ღამის სასწაული! „სამშობიარო იმედის“ კლინიკაში უნიკალური საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩატარდა! 7 იანვარს, შუაღამისას, დამიანე მესხის დაბადებას სამშობიარო „იმედის კლინიკაში“ ტრადიციულად "მრავალჟამიერის" გუგუნით შეეგებნენ!

პატარა დამიანე მესხების ოჯახის მეთერთმეტე შვილია, თუმცა მისი დაბადება უნიკალურია, რადგან ის მეშვიდე საკეისრო კვეთის გზით მოევლინა ქვეყანას. 36 წლის რუსუდან მესხს 4 შვილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ხოლო 7 საკეისრო კვეთის ოპერაციით გზის ჰყავს გაჩენილი.

რუსუდან მესხის მეან-გინეკოლოგის, მაია მჭედლიძის განცხადებით, დედა მშობიარობიდან
მეოთხე დღეს ბინაზე გაეწერა, ხოლო ახალშობილი სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო „იმედის კლინიკის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი ორსულობის 36-ე კვირაზე, ნაადრევად დაიბადა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93