ბავშვები

„ვსაუბრობ დაავადებაზე, რომელსაც პილორესტენოზი ჰქვია... მის გამო სანის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა“ - ნუცა ქავთარაძე შვილის შესახებ

„ვსაუბრობ დაავადებაზე, რომელსაც პილორესტენოზი ჰქვია... მის გამო სანის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა“ - ნუცა ქავთარაძე შვილის შესახებ
ნუცა ქავ­თა­რა­ძე­სა და აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი რვაწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, 2021 წლის პირ­ველ მარტს შე­ე­ძი­ნათ. სა­ნის და­ბა­დე­ბა ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. სა­ნიმ მათი ცხოვ­რე­ბა ამო­ატ­რი­ა­ლა. ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში აჩი­კო ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლეს შვი­ლის გაზ­რდა­ში ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და.

აჩი­კო:

- თა­ვი­დან არ გვინ­დო­და [შვი­ლი] ბევ­რი წელი. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით მეც, ნუ­ცაც... როცა ერ­თმა­ნეთს ვხე­დავ­დით, ისე იყო, რომ მოდი, რა გვეჩ­ქა­რე­ბა, ერ­თმა­ნე­თით დავ­ტკბეთ. ახლა მე­ბა­ნა­ლუ­რე­ბა ყვე­ლა სი­ტყვა, მაგ­რამ ასე იყო. შემ­დეგ, როცა მივ­ხვდით, რომ შემ­დე­გი ეტა­პის ჯერი
მო­ვი­და ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა იყო პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი, რო­მლებ­საც და­სჭირ­და გარ­კვე­უ­ლი დრო და შემ­დეგ ამ ბიჭ­მა გა­მო­ა­ნა­თა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

ნუცა ქავ­თა­რა­ძე ეკ­რანს შვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან მალე და­უბ­რუნ­და. ახლა "იმე­დის დი­ლა­ში" სა­კუ­თა­რი რუბ­რი­კა აქვს „მე დედა“, სა­დაც ახალ­ბე­და დე­დებს ბავ­შვის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს აწ­ვდის. მისი სტუ­მა­რი ამ­ჯე­რად თე­მურ მი­ქე­ლა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნ ერ­თა­დაც პი­ლო­როს­ტე­ნოზ­ზე ისა­უბ­რა. და­ა­ვა­დე­ბა ჩვილობის ასაკ­ში იჩენს თავს და ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს.

ნუცა ქავ­თა­რა­ძე დე­დებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა. აღ­მოჩ­ნდა, სა­ნის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მი­აგ­ნეს პრობ­ლე­მას და ისიც მხო­ლოდ ნუ­ცას დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით იმე­ო­რებ­და, რომ პა­ტა­რას რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და.



ნუცა:

- პოსტსამ­შო­ბი­ა­რო სტრეს­სა და ზო­გა­დად, ახალ­ბე­და დე­დის შფოთვებ­ზე არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია თქვენ­თან, თუმ­ცა რა­ზეც ახლა მინ­და გი­ამ­ბოთ, ეს არ არის მხო­ლოდ შფოთ­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და იმის შეგ­რძნე­ბა, რომ გა­მო­უც­დე­ლი ვარ და რა­ღა­ცას სწო­რად ვერ ვა­კე­თებ. რო­დე­საც სანი და­ი­ბა­და, ხში­რად თქვენ­თვის გული გა­და­მიშ­ლია, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი და სულ მე­გო­ნა, რომ რა­ღაც სჭირ­და.
ალ­ბათ, ეს ყვე­ლა ახალ­ბე­და დე­დის დარ­დია. ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის იყო, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი არ მყავ­და. რო­გორც წესი, დე­და­ჩე­მი, ჩემი მე­უღ­ლე და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გა­გივ­ლის და ეს უბ­რა­ლოდ შფოთ­ვა­აო. თუმ­ცა, მე ვა­ტყობ­დი, რომ ბავ­შვს რა­ღაც სჭირ­და. არა­ერ­თი ექი­მი მო­ვი­ა­რე და ყვე­ლა მათ­გა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს უბ­რა­ლოდ ჩემი გან­ცდე­ბია. ვიდ­რე არ მი­ვა­გე­ნი ერთ ექიმს, რო­მელ­მაც და­მი­ჯე­რა და მო­მის­მი­ნა.

ვსა­უბ­რობ და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც პი­ლო­როს­ტე­ნო­ზი ჰქვია, რო­მე­ლიც, რო­გორც გა­ვარ­კვიე, საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ხში­რი და­ა­ვა­დე­ბაა ჩვი­ლებ­ში და ის, რო­გორც წესი, თავს თვე-ნა­ხევ­რის შემ­დეგ იჩენს ხოლ­მე, და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 თვემ­დე. სა­ნის და­ბა­დე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, 2 კვი­რა­ში მწვა­ვე რეფ­ლექ­სი და­უდ­გინ­და, რაც ჩვი­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა და ალ­ბათ, გა­მოც­დილ­მა მშობ­ლებ­მა იცი­ან, რომ ეს არ არის სა­ნერ­ვი­უ­ლო, მკურ­ნა­ლო­ბაც კი არ სჭირ­დე­ბა. ეს არის შე­და­რე­ბით ხში­რი ამო­ქა­ფე­ბა ჩვი­ლებ­ში, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ და თა­ვი­სით გა­ივ­ლის, 3-6 თვე­ზე ან მაქ­სი­მუმ, 1 წლის ასაკ­ში.

განაგრძეთ კითხვა


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93