თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა. წყვილს ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავს, ხოლო მესამე შვილი დღეს, 14 იანვარს შეეძინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თოშა ქებურიამ დაწერა: „რა თქმა უნდა, ახალ წელს ინება“ - წერს ის.

პატარა ლიანა სამშობიაროდან სახლში უკვე მიიყვანეს. ოჯახის ახალ წევრს მშობლებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და სახლი ულამაზესი დეკორაციებით გააფორმეს. უმცროს დასთან ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას უფროსმა შვილებმა, ბუბამ და კატერინამაც გადაიღეს ფოტოები. წყვილის ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში დადებითი შეფასება და უამრავი კომენტარი მოჰყვა.