მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.

ამჯერად ქეთა და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ დენგოვი შვილის, ადამის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავენ. „ჩვენ უკვე ერთი წლის ვართ“ - წერს ქეთა სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მშობლებმა პატარა ადამს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს, სახლი დეკორაციებით გააფორმეს და ულამაზესი ტორტიც მიართვეს.
