აჩიკო გულედანისა და ნინი ბუკიას შვილი მარიამ გულედანი გადაცემა "ჩათის" ერთ-ერთი წამყვანია. ის საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებითა და თამამი განცხადებებით არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად კი შვილის შესახებ ნინი ბუკია საუბრობს:
„მე რომ მარიამისხელა ვიყავი, არ იყო საშუალება, წავსულიყავი, მემუშავა, მექირავებინა ბინა და მეცხოვრა მარტო, არ იყო ამის ფუფუნება და ჩემ ირგვლივ ამას არავინ აკეთებდა. ახლა რომ ვფიქრობ მარიამსა და მის თანატოლებზე, ეს ძალიან მაგარი გამოწვევაა, რომ უკვე დაიწყო მარტო ცხოვრება, ნახო, როგორ ცხოვრობ, რა გჭირდება, რა გინდა. ძალიან საინტერესოა და ვგულშემატკივრობ. როცა მესმის, ჩემი მეგობრების შვილები გადავიდნენ მარტო საცხოვრებლად, ვამბობ, აბა, რა, რა მაგარია-მეთქი, მაგრამ რა წამსაც ეს ეხება ჩემს შვილს, მანდ ირთვება დედა და ალბათ, ყველა მშობელი გადის ამ გზას, როდესაც წარმოუდგენელია, როგორ უნდა იცხოვროს მარტო, ელემენტარული რამ არ იცის და ვერ აკეთებს. მე არ ვარ ძალიან მაგარი დიასახლისი, რომ ვთქვა, ჩემი შვილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთი-ორი წელი კარგი იქნებოდა, უფრო მეტი თავისუფლებით ეცხოვრა მშობლებთან ერთად. მარიამი ძალიან პასუხისმგებლობიანი და სათავისოდ ძალიან ჭკვიანია. მეგონა, რომ აქამდე გაზის ჩართვაც არ იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ იცის. მარიამი მიზანდასახული მგონია. თუ ის გადაწყვეტს, რომ მარტო იცხოვროს, იცის, რომ კომუნალური მომსახურებები თავისთავად არ გვარდება. თუ მან ეს გადაწყვიტა, იხტიბარს არ გაიტეხს და ყველაფერს ძალიან კარგად გააკეთებს. ძალიან ეჩქარება მარტო გადასვლა. მინდა, რომ გადავიდეს და ნახოს… ალბათ, ამ ინტერვიუს მერე სხვანაირად შეაფასებს ბევრ რამეს. ამათ ჰგონიათ, რომ მარტივი, ფერადი და ლამაზია მარტო ცხოვრება. ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან რთულია. ამ გზაზე უნდა ვუყურო და ვუგულშემატკივრო, მაგრამ ცხადია, ძალიან ვღელავ…“ -თქვა მან.