"ელის-მარია და მეგობრები" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს აგარაკიდან აქვეყნებს - Marao

"ელის-მარია და მეგობრები" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს აგარაკიდან აქვეყნებს

2022-01-31 12:45:41+04:00


სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა, თუმცა დედა-შვილი ცოტა ხნის წინ თბილისში დაბრუნდა. დიდი ხნის განმავლობაში სოფო შვილის სახეს ფოტოებსა და ვიდეოებში არ აჩენდა, თუმცა ახალ წელს ის ელის-მარიასთან ერთად საახალწლო კონცერტზე წარდგა და მისი ქალიშვილი მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

ამჯერად სოფო ელის-მარიას ახალ ფოტოებს აგარაკიდან აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ის და ლელა კილაძე დიდი ხნის მეგობრები არიან და ელის-მარია სწორედ ლელას შვილთან, თრინითთან ერთად ერთობა.