მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ეგზოტიკური და განსხვავებული ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. „5 წლის ვიყავი, როცა პირველად თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული. დაახლოებით სამი თვის შემდეგ გაიმართა მოდის კვირეული, სადაც ჩემი გაყვანა გადაწყვიტეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და გამიხარდა. აქედან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა” - ამბობდა მარიამი. დღეს მას „ინსტაგრამზე“ 65 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.
2018 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით „I said yes” გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს. ამჯერად მარიამი სწორედ ზუკას ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც სამი წლის გახდა. გიორგიმ და მარიამმა პატარა ზუკას დაბადების დღე პანდემიურ გარემოში, სტუმრების გარეშე აღნიშნეს, თუმცა სახლი სადღესასწაულო დეკორაციებით მორთეს და მხიარული განწყობა მაინც შექმნეს.