ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი წლების წინ პოპულარული ტელესახე იყო და მას სხვადასხვა გადაცემაშიც ხშირად იწვევდნენ, თუმცა ბოლო დროს ის არც საზოგადოების წინაშე ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს. ლევან ჯიბღაშვილი კამერების წინ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ყოველთვის საჯაროდ საუბრობდა. განხილვის საგანი გახდა მისი და ნინიკო ნაცარიშვილის ურთიერთობაც, რომელთან დაშორების შემდეგაც, მალევე, ლევანმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა. სალომე სულხანიშვილი ცნობილი ბიზნესმენის, ფეფე სულხანიშვილის შვილია. საზოგადოებას ის ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე გააცნო, რასაც შემდეგ გრანდიოზული ქორწილი მოჰყვა.

სალომესა და ლევანს ორი შვილი ჰყავთ: "პირველ შვილს ბაბუს, მამაჩემის სახელი, მიქაელი დაარქვა, მეორე შვილს - სიმამრის სახელი - აკაკი" - ამბობდა ლევან ჯიბღაშვილის დედა ერთ-ერთ ინტერვიუში. ცოტა ხნის წინ კი სალომემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ის ორსულად იყო. 30 იანვარს კი წყვილს მესამე შვილი შეეძინა, რომელსაც ანასტასია დაარქვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე სულხანიშვილმა დაწერა.
