სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა, თუმცა დედა-შვილი ამჟამად თბილისში იმყოფება.
სოფო ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პატარა ელის-მარიას ახალმა კადრებმა: „ანგელოზია ეს ბავშვი“, „უსაყვარლესი გოგო“, „რა ლამაზია... გიული ბებოს ასლია“ - წერენ სოციალურ ქსელში.