დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს სხვადასხვა ოჯახურ კადრს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ანუკის უმცროსი შვილის, ნიკოლასის ვიდეოები.
ამჯერად ანუკი არეშიძე სწორედ ნიკოლასის ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, როცა უფროს ძმებს არ სცალიათ, ნკოლასი საკუთარი სათამაშოებით ერთობა, მათ ეფერება და სიყვარულსაც გამოხატავს: "ანუკა, მიყვარს ეს კურდღელი" - ამბობს ის ვიდეოში.