მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ეპატაჟური პირადი ცხოვრებითა და ფოტოებით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ალექსანდრა სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა, რომელსაც ვიქტორია დაარქვა.
ამჯერად ალექსანდრა სწორედ უსაყვარლესი ვიქტორიას ფოტოებს აქვეყნებს: „კეთილი ზეფირი გიჭამიათ?“ - წერს ის. გამომწერები აღნიშნავენ, რომ ვიქტორია ძალიან ჰგავს მამას, დავით კოდუას.
